📝 ✅ ჩვენს სკოლას მალე დესპანთა გაერთიანების ახალი პრეზიდენტი ეყოლება. საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია.
🗣️ 🎙️ უცვლელად გთავაზობთ ჟურნალისტთა კლუბის ინტერვიუს ერთ-ერთ კანდიდატთან - კესო ელგენდარაშვილთან. ინტერვიუში მიმოხილულია მისი სამომავლო გეგმები და დაპირებები.
❓შეგიძლია დაასაბუთო თუ რატომ უნდა მოგცეს ხმა ამომრჩეველმა შენ? რითი გამოირჩევი სხვა კანდიდატებისგან?
👩🏻 - ჩემი აზრით, ამ სამი კანდიდატიდან ნებისმიერი ღირსეულად გაართმევს თავს მოვალეობას. თუმცა, მგონია რომ ჩემი გეგმები სკოლასთან დაკავშირებით საკმაოდ პროგრესული და პრაქტიკულია. ჩემი მთავარი მიზანია, რომ სწავლის პროცესი ყველა მოსწავლისთვის უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს, ყველას მიეცეს ცოდნის სწორად გამოყენებისა და რეალიზების საშუალება, პარალელურად, მინდა დავეხმარო მოსწავლეებს სამომავლო განათლებისა და კარიერული საქმიანობის სწორად დაგეგმვაში.”🎓🏫
❓კონკრეტულად რას სთავაზობ ამომრჩევლებს?
👩🏻 - მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე, მინდა პრომეთესთან ითანამშრომლოს განათლების სფეროში გამოცდილმა ორგანიზაციებმა და პიროვნებებმა. ვგეგმავ, პრომეთეში მოვივწვიო საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლები (LEAF-თან თანამშრომლობით) რომლებიც მოსწავლეებს გააცნობენ სასწავლო პროგრამებს, დაფინანსებებს, საჭირო დოკუმენტაციასა და ჩასაბარებელ გამოცდებს უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.
ამ რთული და გრძელვადიანი გზის გავლაში დასახმარებლად კი მოვიწვევ ახალგაზრობის მენტორსა და საუნივერსიტეტო მრჩეველს-ქეთი გორდეზიანს, 👩💼რომლის მოსწავლეებმა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩააბარეს (ახლახანს მისმა მოსწავლემ ჩააბარა პრინსტონის საერთაშორისო უნივერსიტეტში (PRINCENTON UNIVERSITY) 100% დაფინანსებით ინჟინერიის ფაკულტეტზე, ეს უნივერსიტეტი მსოფლიოს მასშტაბით მესამე საუკეთესო უნივერსიტეტია).📈🥇
❓სხვა რა გეგმები გაქვს?
👩🏻 - ძალიან მინდა პრომეთელი მოსწავლეების სურვილები და მოთხოვნები გავითვალისწინო და ამის მიხედვით ვიმოქმედო, მინდა პრომეთეს მოსწავლეებმა შეიძინონ თანამედროვე სამყაროსთვის აუცილებელი უნარები- როგორიცა კოდირება, AI-ის სისტემები, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება, აპლიკაციების შექმნა და მართვა.გარდა ამისა, დიდი სურვილი მაქვს, პრომეთელები გაეცნონ საქართველოს ტექნოპარკს, რომლებიც აძლევს მოსწავლეებს შანსს, აქციონ მათი იდეები რეალობად, ჩაერთონ შემეცნებით ჰაკათონებსა და კონკურსებში, მიიღონ დაფინანსება. ასევე მოვიწვიოთ ქართული, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სხვადასხვა უნივერსიტეტი (მაგ.ალტე უნივერსიტეტი, რომელიც არამარტო სტუდენტების, არამედ მოსწავლეებისთვის ქმნის საგანმანათლებლო პროგრამებს (NASA space apps🪐🚀, Arduino classes და ა.შ))
ამის გარდა დესპანებთან ერთად შემოგთავაზებთ როგორც საგანმანათლებლო, ასევე გასართობ პროგრამებს.
❓სკოლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით რამე ცვლილებას თუ აპირებ?
👩🏻 - როგორც იცით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ბიუჯეტის გადანაწილებასთან არის დაკავშირებული, რაც სკოლის დირექციის კომპეტენციაში შედის, ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ მათ კომპეტენციაში არ შევიჭრები. თუკი მოსწავლეებს მოთხოვნები ექნებათ ამასთან დაკავშირებით, სიამოვნებით მოვისმენ და დირექციას გადავცემ მათ თხოვნას😊
👩🏻 დარწმუნებული ვარ, დესპანებთან და მოსწავლეებთან თანამშრომლობით სკოლა უფრო მეტად განვითარდება, მოსწავლეებს საინტერესო და საჭირო გამოცდილებას შესძენს და სწავლის პროცესს უფრო მრავალფეროვანს გახდის."❤️
❗️წარმატებები კანდიდატებს❗️